
სომხურმა არტილერიამ ყუმბარმტყორცნიდან გაანადგურა აზერბაიჯანული ტანკი. ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვჰანნისიანი.
”ჩვენი არტილერისტები ვირტუოზები არიან. ”ჩვენ ავითვისეთ თუ როგორ უნდა გავანადგუროთ ტანკები ყუმბარმტყორცნიდან”, – დაწერა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ბოლო ინფორმაციით, მოწინააღმდეგის გასროლით 83 სამხედრო მოსამსახურე და 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სომხურ მხარეს 200-მდე დაჭრილი ჰყავს. ოფიციალური ინფორმაცია აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის შესახებ არ არსებობს, მაგრამ სომხური მხარე აცხადებს, რომ მტრის დანაკარგები შეუდარებლად დიდია.
სომხური მხარის მოქმედებების შედეგად, მტერს სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგებიც აქვს.