მთავარიპოლიტიკა

ჩვენები ვირტუოზები არიან. სომხურმა მხარემ ყუმბარმტყორცნიდან გაანადგურა აზერბაიჯანული ტანკი

სომხურმა არტილერიამ ყუმბარმტყორცნიდან გაანადგურა აზერბაიჯანული ტანკი. ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვჰანნისიანი.

”ჩვენი არტილერისტები ვირტუოზები არიან. ”ჩვენ ავითვისეთ თუ როგორ უნდა გავანადგუროთ ტანკები ყუმბარმტყორცნიდან”, – დაწერა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ბოლო ინფორმაციით, მოწინააღმდეგის გასროლით 83 სამხედრო მოსამსახურე და 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სომხურ მხარეს 200-მდე დაჭრილი ჰყავს. ოფიციალური ინფორმაცია აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის შესახებ არ არსებობს, მაგრამ სომხური მხარე აცხადებს, რომ მტრის დანაკარგები შეუდარებლად დიდია.

სომხური მხარის მოქმედებების შედეგად, მტერს სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგებიც აქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button