აზერბაიჯანის მიერ ღამით განხორციელებული ყველა შეტევა ჩაიშალა, აზერბაიჯანულ მხარეს ძალიან დიდი დანაკარგები აქვს ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის. ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ასეთი განცხადება გააკეთა არცახის პრეზიდენტის სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა.
”აზერბაიჯანის არმია აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების სამიზნეებად გამოყენებას. ჩვენ კვლავ ვაწყდებით ჩვენს წინაშე წამოყენებულ გამოწვევას, მაგრამ არცახი ისევე როგორც ათწლეულების წინ, კვლავ მშვიდობის მომხრეა. არცახის საკითხი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით,” – თქვა პოღოსიანმა.
მისივე თქმით, თავდასხმის შემდეგ, აზერბაიჯანმა მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მოახერხა წარმატების მიღწევა. ამ დროისთვის თავდაცვის არმია მთლიანად თრგუნავს აზერბაიჯანის აგრესიას.