
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ არის განლაგებული აზერბაიჯანული TOS-1A მძიმე საარტილერიო სისტემები დასახლებაში.
”ვიდეოდან ჩანს, რომ აზერბაიჯანული ტექნიკა თავსდება ორი დასახლების შუაში, საკუთარ მოქალაქეებს აქცევს ცოცხალ ფარად და მხოლოდ შემდეგ ხსნის ცეცხლს“,- წერს სტეფანიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ტავუშში ივლისის ბრძოლების დროსაც, აზერბაიჯანის მხარე ამ მეთოდს მიმართავდა.
ბოლო ინფორმაციით, მტრის გასროლების შედეგად დაიღუპა 80 სამხედრო და 3 სამოქალაქო პირი. სომხურ მხარეს 200-მდე დაჭრილი ჰყავს. აზერბაიჯანმა დაკარგა 52 უპილოტო მფრინავი აპარატი, 6 ვერტმფრენი, 92 ჯავშანტექნიკა, 1 თვითმფრინავი და 82 ავტოტრანსპორტი. 29 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის მიმართულებითაც.