
გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის შესახებ დახურული დისკუსიის შემდეგ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია:
”გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა გამოთქვეს შეშფოთება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, კონტაქტის ხაზის გასწვრივ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შესახებ. ისინი მკაცრად გმობენ ძალის გამოყენებას და მწუხარებას გამოხატავენ მსხვერპლისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გამო.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს გენერალური მდივნის განცხადებას და მოუწოდეს მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, დაძაბულობა შეამცირონ და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მთავარ როლზე და მხარეებს მოუწოდეს იტანამშრომლონ მათტან და რაც შეიძლება მალე განაახლონ დიალოგი წინაპირობების გარეშე.