მთავარიპოლიტიკა

თურქეთი და სხვა ქვეყნები არ უნდა ჩაერიონ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში. ბაიდენი

შეერთებულმა შტატებმა უნდა მოითხოვოს, რომ თურქეთი და სხვა ქვეყნები არ ჩაერიონ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა.

”მთიანი ყარაბაღის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვერპლის სწრაფად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს უნდა მოუწოდოს დაუყოვნებლივ მოახდინონ სიტუაციის დემილიტარიზაცია. მან ასევე უნდა მოითხოვოს, რომ სხვა ქვეყნებმა, მაგალითად თურქეთმა, თავი აარიდოს ამ დაპირისპირებას”, – დაწერა ბაიდენმა თავის ,,ტვიტერ“-ის მიკრობლოკში.

მანამდე კი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი  მოუწოდებდა დაპირისპირების მხარეებს დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ცეცხლი და დაბრუნებოდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ამავე დროს მოსაზრებას გამოთქვამდნენ, რომ ,,გარეშე მხარეების“ მონაწილეობა მხოლოდ გაზრდიდა დაძაბულობას.

ნახეთ მეტი
Back to top button