მთავარიპოლიტიკა

თურქეთი ეძებს საბაბს, თავისი ჯარების ნახჭევანში გადასაყვანად. ფაშინიანის ინტერვიუ Россия 1-თან

თურქეთი ეძებს საბაბს, რომ ჯარები ნახჭევანში გადაიყვანოს. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეკომპანია Россия 1-ის გადაცემის “60 წუთი” ფარგლებში.

”ამ საბრძოლო მოქმედებებში არის მნიშვნელოვანი ნიუანსი: თურქეთი მონაწილეობს ამ პროცესში, და არის ნაწილებიც კი, სადაც იგი ხელმძღვანელობს საბრძოლო ოპერაციებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნახჭევანში უკვე არის თურქული არმიის რამდენიმე ქვედანაყოფი. ამის გარდა, მანამდე, აგვისტოში, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ. ეს ომი დაიწყო, როგორც იმ სამხედრო წვრთნების გაგრძელება”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თურქებს სირიიდან დაქირავებულები ჩამოჰყავთ, რომლებიც აზერბაიჯანის საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამაზე მოწმობენ ცნობები, რომლის თანახმად, უკვე მოხდა შეტაკებები აზერბაიჯანის მაცხოვრებლებსა და დაქირავებულებს შორის. დაქირავებულები შედიან მაღაზიებში და ცდილობენ გამოიყენონ შარიათის კანონი. ისინი მოითხოვენ, მაგალითად, მაღაზიებში ალკოჰოლი არ გაყიდონ.

თურქეთის კონფლიქტში მონაწილეობაზე საუბრისას, ფაშინიანმა შეახსენა, რომ მე -20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის თურქეთში მოხდა სომხების გენოციდი.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აშკარაა, როგორც სომხეთი, ასევე მთიანი ყარაბაღის სომხები თურქეთისგან პირდაპირ საფრთხეში არიან. ეს არის ომი სომეხი ხალხის წინააღმდეგ. ახლა ჩვენმა ხალხმა უნდა გამოიყენოს თავდაცვის შესაძლებლობა.

”საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს თურქეთის სამხრეთ კავკასიაში მონაწილეობა, რადგან ეს კარგს ვერაფერს მოიტანს, ამან შეიძლება გამოიწვიოს რეგიონალური ომი”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button