
სომხეთში განთავსებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზა რესპუბლიკის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი განცხადება დღეს გააკეთა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა რუსული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
გუშინ თურქულმა F-16 გამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების SU-25 თავდამსხმელი გაანადგურა. სომეხი პილოტი გმირულად დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმაც განაცხადა, რომ თურქეთი ახორციელებს პირდაპირ აგრესიას სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ.
პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ერევანი ბაზის გამოყენების შესაძლებლობას მუქარის გასანეიტრალებლად არცახში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების, კერძოდ, თურქეთის აქტიურობის გათვალისწინებით.
მისივე თქმით, რუსული ბაზა სომხეთის უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია და ბაზის პოტენციალი კონკრეტულ შემთხვევებში უნდა იქნას გამოყენებული.
“დღევანდელ სიტუაციაში არა. მაგრამ სავსებით შესაძლებელია შეიქმნას ისეთი მომენტი, რომ ბაზის პოტენციალი უნდა იქნას გამოყენებული“, – თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანი ფიქრობს, რომ ახლა რთულია პროგნოზების გაკეთება, რადგან სიტუაცია საკმაოდ არაპროგნოზირებადია.