პოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ

29 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანის განჯის აეროპორტში მყოფმა  თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების კუთვნილმა  F-16 გამანადგურებლებიდან ერთ-ერთმა ჩამოაგდო  სომხეთის რესპუბლიკის ვარდენისის რეგიონში მისიის  შესრულებისას  სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი SU-25.  დაიღუპა სომხეთის  შეიარაღებული ძალების მფრინავი, მაიორი ვალერი დანელინი.

ეს არ არის თურქეთის საჰაერო ძალების პირველი პროვოკაცია. აზერბაიჯანში ჩასვლის შემდეგ, თურქეთის საჰაერო ძალები ახორციელებს პროვოკაციულ ფრენებს აზერბაიჯანსა და არცახს  შორის კონტაქტის ხაზის გასწვრივ და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული აგრესიის დროს, ფაქტობრივად, იგი  საჰაერო დახმარებას  უწევს აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს. აღსანიშნავია, რომ პროვოკაციული თურქული ფრენები ხორციელდება ასევე სომხეთ-თურქეთის საზღვრის გასწვრივ, რიგ შემთხვევებში ხდება  სომხეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთა და დარღვევა. 27 სექტემბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის იმავე მონაკვეთზე, თურქულმა F-16 თვითმფრინავმა დაარღვია სომხეთის საჰაერო საზღვარი და რაკეტები გაისროლა ვარდენისის რაიონის მიმართულებით.

თურქეთის საჰაერო ძალები აზერბაიჯანში ჩავიდნენ 29 ივლისიდან 13 აგვისტომდე ჩატარებული ფართომასშტაბიანი თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნების დროს და ის აზერბაიჯანიდან არ არის გაყვანილი.

თურქეთის შეიარაღებული ძალების ეს პროვოკაციული ქმედებები სერიოზულად საფრთხეს უქმნის რეგიონალურ უსაფრთხოებას და აფერხებს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის.

საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა რეგიონულ ძალებს, თავი შეიკავონ კონფლიქტის ესკალაციისგან და თურქეთმა უნდა გაითვალისწინოს ეს მოწოდებები.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ თურქეთის პროვოკაციულ ქმედებებს, მოვითხოვთ  თურქული ჯარების, მათ შორის საჰაერო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას კონფლიქტის ზონიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button