პოლიტიკა

უნდა გამოირიცხოს ეუთოს მინსკის ჯგუფში თურქეთის ჩართვა: არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო

დიდი ხნის განმავლობაში, თურქეთი აქტიურად ცდილობდა აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის გამოყენებას სამხრეთ კავკასიაში თავისი დესტრუქციული საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის დასახმარებლად, არა მხოლოდ აზერბაიჯანისადმი უპირობო სოლიდარობის საჯაროდ გამოხატვით, არამედ ამ ქვეყნის მიმართ პირდაპირი მხარდაჭერით, მათ შორის სამხედრო ხასიათისაც. ნათქვამია არცახის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

”თუ ადრე თურქეთი თამაშობდა ჩრდილოვანი მარიონეტის როლს, რომელიც აზერბაიჯანის მოქმედებებს ხელმძღვანელობდა, ახლა ანკარა უშუალოდ მონაწილეობს აზერბაიჯანის ხელისუფლების საერთაშორისო არალეგალურ ქმედებებში მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ, ხელს უწყობს ბაქოს დანაშაულებრივ ქმედებებს, უწევს სამხედრო-პოლიტიკურ-სადაზვერვო დახმარებას, აწვდის  იარაღს, განსაკუთრებით უპილოტო მფრინავ აპარატებს, სარაკეტო სისტემებს, უგზავნის სამხედრო სამხედრო სპეციალისტები  და დაქირავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ახლო  აღმოსავლეთიდან. თურქეთის მხრიდან ასეთი აგრესიული ქცევის თვალსაჩინო მაგალითია სომხეთის საჰაერო სივრცეში თურქული F-16 გამანადგურებლის მიერ სომხური თვითმფრინავის ჩამოგდება.

თურქეთის რეგიონალური როლის საშიშროება იზრდება თურქეთის ხელმძღვანელობის მზარდი ამბიციების ფონზე, დაფუძნებული იმპერიის ფანტომურ მოგონებებზე, რომელმაც სანამ არსებობას შეწყვეტდა განახორციელა  მე -20 საუკუნის პირველი გენოციდი, 1915-1923 წწ. სომეხთა გენოციდი. ამბიციებთან ერთად, თურქეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დავიწყებული იმპერიისგან  მემკვიდრეობად მიიღო  არა მხოლოდ მისი პოლიტიკა, არამედ მათი განხორციელების კრიმინალური მეთოდები და საშუალებები. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტი 1918 წელს სამხრეთ კავკასიაში თურქული ჯარების სამხედრო ჩარევის შედეგად წარმოიშვა. 1915 წელს სომხეთის გენოციდის გაგრძელებით, 1918 წელს თურქეთის ჯარები შეიჭრნენ არცახში  და განახორციელეს შუშის სომეხი მოსახლეობის ხოცვა. ამასთან, თურქეთის ჯარების ყველა მცდელობა, არცახი  აზერბაიჯანისათვის დაემორჩილებია დასრულდა უშედეგოდ. ას წელზე მეტია თურქეთი ცდილობს შეცვალოს ისტორიის ბორბალი.

აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ხალხის წინაშე  ჩადენილ დანაშაულებში თურქეთის მნიშვნელოვან როლს საკმარისი დოკუმენტური მტკიცებულებები გააჩნია, ეჭვგარეშეა. ანკარის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დანაშაულის უშუალო ჩადენაში, არამედ მოიცავს დანაშაულებრივი საქმიანობის კონტროლს, როგორც მოსამზადებელ ფაზაში მის მართვაში,  ასევე მათი აღსრულების პროცესში. თურქეთის ლიდერების ეს პოზიცია წარმოადგენს დანაშაულებრივი ქცევის განუყოფელ ნაწილს, რაც მოწმობს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების არსებობაზე, რათა  ერთობლივად მიაღწიონ საერთო მიზანს. საერთაშორისო საზოგადოებამ სრულად უნდა იცოდეს, რომ თურქეთს, აზერბაიჯანთან ერთად, სრულად ეკისრება  პასუხისმგებლობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევისთვის და თანაბრად აგებს პასუხს  საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისთვის, გაეროს წესდების შესაბამისად.

ყველა ამ ქმედების შემდეგ, თურქეთი აღარ შეიძლება ჩაითვალოს ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრად, რადგან მას აღარ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ეუთოს შუამავლობის მისიაში აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ როდესაც აზერბაიჯანი, თურქეთის ხელმძღვანელობით, უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მუდმივად უარყოფს აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას, არცახის  რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება გახდება მსოფლიო საზოგადოების კოლექტიური წვლილი რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში  და უსაფრთხოების აღდგენაში.

ამასთანავე, არცახის  რესპუბლიკია აღიარება და არცახელი ხალხის  თვითგამორკვევის  უფლების რეალიზება, ეფექტური ფაქტორი იქნება თურქეთ-აზერბაიჯანის გენოციდური პოლიტიკის შეჩერებისთვის არცახის  რესპუბლიკის მიმართ, რომლის მიტოვებას  არც ბაქო და არც ანკარა არ აპირებენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არცახის  რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება სრულად ჯდება ცივილიზებულ სამყაროში, პირველ რიგში იმ ქვეყნების პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვალდებულებების ჩარჩოში, რომლებმაც აღიარეს და დაგმეს 1915-1923 წლების სომეხთა გენოციდი“,  – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button