პოლიტიკა

თბილისი სთავაზობს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებას

საქართველო მზად არის თბილისში გამართოს სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრა, რათა ხელი შეუწყოს ნებისმიერ ფორმატში დიალოგის დამყარებას.

”სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული სამხედრო დაპირისპირების შედეგად შეიქმნა რთული ვითარება, მსხვერპლი მრავალრიცხოვანია, და, სამწუხაროდ, ვერ ხეერხდება საბრძოლო მოქმედებების შეჩერება და დიალოგის განახლება”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Facebook- ის ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში .

გახარიამ აღნიშნა, რომ ყველას ესმის, რომ შემდგომი ესკალაცია ძალზე ნეგატიურად აისახება რეგიონის უსაფრთხოებაზე.

მან მოუწოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო მოთამაშეებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები ესკალაციის დასრულებისა და დიალოგის აღსადგენად.

მისი თქმით, საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. უფრო მეტიც, საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქვეყნისა და რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში.

”მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია იმისა, რომ ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შეუძლიათ სამხრეთ კავკასია მშვიდობისა და განვითარების არელად აქციონ”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button