მთავარიპოლიტიკა

მნაცაკანიანმა და ლავროვმა განიხილეს არცახში შექმნილი ვითარება

დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა მნაცაკანიანმა თავის რუს კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც გამოიწვია აზერბაიჯანის აგრესიამ  არცახთან  კონტაქტის ხაზზე.

ამ კონტექსტში, მინისტრმა მნაცაკანიანმა მკაცრად დაგმო თურქეთის პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკურდა სამხედრო-ტექნიკური მონაწილეობა აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში, როგორც აზერბაიჯანსა დაარცახის  კონტაქტის ხაზზე, ასევე  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

მინისტრმა მნაცაკანიანმა ასევე გამოთქვა შეშფოთება თურქეთის მიერ უცხოელი მებრძოლების აზერბაიჯანში  გადაყვანის და მათი საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო.

ორივე მხარემ უარყოფითად შეაფასეს  რეგიონული ქვეყნების მიერ რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შელახვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

ნახეთ მეტი
Back to top button