მთავარიპოლიტიკა

სომხეთში სუპერმარკეტების ქსელები თურქულ საქონელს გაყიდვიდან მოხსნიან

სომხეთში სუპერმარკეტების დიდი ქსელი თურქული საქონლის გაყიდვიდან მოხსნის. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ასეთი ინიციატივა წამოიწყეს სუპერმარკეტების ქსელებმა „ნორ ზოვკმა“, „ერევან სიტიმ“, „სასმა“, „წირანმა“.

”სუპერმარკეტის მთელი პერსონალი მოუწოდებს თავის კოლეგებს შეუერთდნენ ამ აქციას და უარი თქვან თურქული წარმოების პროდუქტებზე”, – ნათქვამია „ნორ ზოვკის“ განცხადებაში.

“ერევან სიტის” განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯით ისინი მხარს უჭერენ მამაც მესაზღვრე ჯარისკაცებს  ამ რთულ, საბედისწერო მომენტებში.

სუპერმარკეტების ქსელი  „წირანი“ ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, შეწყვიტონ თურქული საქონლის შეძენა, რათა არ გაამდიდრონ მტერი.

ხოლო “სას” სუპერმარკეტმა  ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სახელწოდებით “არა თურქულს”.

ნახეთ მეტი
Back to top button