
კვიპროსის ანალიტიკური ცენტრის «Geopolitical Cyprus» საგულისხმო ინფორმაციის თანახმად, არცახის ფრონტზე თურქული თავდამსხმელი უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar TB-2 გამოყენებას კოორდინაციას უწევს თურქი გენერალი გიოქსელ ქაჰიანი, რომელიც მანამდე კოორდინაციას უწევდა ამ აპარატების გამოყენებას ლიბიაში. ამის შესახებ წერს Razm.info სპეციალიზებული ვებსაიტი.
ამ ინფორმაციას დამატებითი გადამოწმება სჭირდება, მაგრამ სხვა ფაქტები მეტყველებს მის სანდოობაზე, აღნიშნავს ვებგვერდი. მაგალითად, ამ წლის 13 აგვისტოს ილჰამ ალიევმა მიიღო დელეგაცია თურქეთის თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, რომლის წევრიც იყო გენერალი გიოქსელ ქაჰიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი და თურქეთის გარკვეული სამხედრო ნაწილების მეთაურები, რომელთა ფონზე ქაჰიანის პოზიცია (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) შედარებით დაბალია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ შეხვედრაზე მის ყოფნას წმინდა პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.