მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანში ჩასული ბოევიკები ზეწოლას ახდენენ ეროვნულ უმცირესობებზე: ბაბაიანი

არცახის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა დავით ბაბაიანმა  ისაუბრა ახლო აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანში  ჩამოყვანილ რამდენიმე ათასი ბოევიკის როლზე არაცახისა  და სომხეთის  წინააღმდეგ თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესიის პროცესში.

დავით ბაბაიანმა არმენსპრესთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ეს ბოევიკები ძირითადად მოქმედებენ, როგორც ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც ზეწოლას ახდენს ეროვნულ უმცირესობებზე.

”ისინი ამას აკეთებენ ორ ფრონტზე, პირველი უშუალოდ ბრძოლის ველზე. აზერბაიჯანის ხელისუფლება ძირითადად ფრონტის ხაზზე აგზავნის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს – ლეკებს, თალიშებს, ავარებს და მათ უკან დგანან ბოევიკები, რომლებიც ცდილობენ შეაჩერონ მათი უკან დახევა ან სომხეთის პოზიციებზე გადასვლა, რადგან ამ უმცირესობებს არ სურთ ბრძოლა აზერბაიჯანისთვის, პრინც ალიევის  კლანისთვის.  უამრავი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ ეროვნულ უმცირესობებში მსხვერპლთა უმეტესობა იმ ბოევიკების მიერ მოკლული ხალხია”, – თქვა ბაბაიანმა.

როგორც არცახის  პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მრჩეველი ამბობს, ბოევიკების ნახევარი განლაგებულია დაღესტნის საზღვარზე, ირანში თალიშის სასაზღვრო რაიონებში, სადაც ისინი ასევე ცდილობენ ჩაახშონ  შესაძლო პროტესტი ომისა და  ეროვნული უმცირესობების ჯარში გაწვევის წინააღმდეგ.

”უკვე არსებობს მონაცემები, რომ სერიოზული შეტაკება მოხდა ეროვნულ უმცირესობებს,  ბოევიკებსა და  თურქეთ-აზერბაიჯანის ჯარებს შორის და არიან გარდაცვლილები და დაჭრილები“,- ასკვნის ბაბაიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button