
ყარაბაღში ბრძოლების დროს დაღუპული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა სამხედრო მოსამსახურის ჯიბეებში შპრიცები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა მყრ პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაჰრამ პოღოსიანმა.
მან შეახსენა, რომ საომარი მოქმედებების შედეგად, ყარაბაღის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი ჯარისკაცების ცხედრების დიდი რაოდენობა აღმოჩნდა.
” თითქმის ყველას ჯიბეებში აღმოაჩინეს შპრიცები. ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი სამხედროებს ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ აგზავნის ბრძოლაში. ეს ნამდვილად არის საერთაშორისო სამართლის დანაშაული”, – აღნიშნა მან.
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ბოლო მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 103 სამხედრო, მათ შორის 2 მოხალისე, ასევე შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე. ასობით ადამიანი დაშავდა.
გასულ ღამეს ოპერატიულ-ტაქტიკური სიტუაცია არ შეცვლილა. ამ დროისთვის დაძაბულობა რჩება ფრონტის ხაზის გასწვრივ. არცახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები მზად არიან შემდგომი საომარი მოქმედებებისთვის.