მთავარიპოლიტიკა

ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან საუბრისას ფაშინიანმა ხაზი გაუსვა საომარ მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობის დაუშვებლობას

,,Armradio.am“ წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელთან.

საუბარი შეეხო მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, რომელზეც მხარეებმა დეტალური დისკუსია გამართეს.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა თანამოსაუბრის ყურადღება გაამახვილა თურქეთის დესტრუქციულ პოზიციაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საომარ მოქმედებებში ამ ქვეყნის მონაწილეობის დაუშვებლობა.

მიშელმა მნიშვნელობა მიანიჭა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას  და ეუთოს მინსკის ჯგუფში სამშვიდობო პროცესის აღდგენას. როგორც სამშვიდობო პროცესის განახლების აუცილებელი პირობა, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა აზერბაიჯანის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტა და რეგიონში თურქეთის მონაწილეობის სრული გამორიცხვა.

ნახეთ მეტი
Back to top button