პოლიტიკა

ვლადიმირ პოზნერმა კომენტარი გააკეთა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა კომენტარი გააკეთა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე. როგორც ჟურნალისტის ვებგვერდზე დაყრდნობით იუწყება „არმენპრესი“, პოზნერმა აღნიშნა:

”ბევრი მთხოვს, გამოვთქვა აზრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ. უფრო ზუსტად, ბევრი სომეხი მეკითხება ამის შესახებ. აზერბაიჯანელების მხრიდან ასეთი თხოვნები არ ყოფილა.

ნებისმიერ განცხადებას აქვს ორი მხარე. პირველი ემოციურია. სომხეთში ბევრჯერ ვყოფილვარ, ბევრი სომეხი მეგობარი მყავს, კარგად მახსოვს, რა მოხდა 1915 წელს, რაც ბევრმა ქვეყანამ ცნო თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდად, მე ვიცი აზერბაიჯანის პრეზიდენტის არაერთი განცხადება სომხეთის არსებობის უფლებასთან დაკავშირებით. ემოციურად სომხეთის მხარეს ვარ.

მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რომელიც მოითხოვს აბსოლუტურად დაბალანსებულ, ობიექტურ შეფასებას მდგომარეობის შესახებ. მასში არ შეიძლება არსებობდეს “მომხრე” და “წინააღმდეგ”. მე, სამწუხაროდ, ვერ შევაფასებ, რადგან მე საკმარისად არ ვარ გარკვეული ამ სიტუაციაში, კარგად არ ვარ გათვითცნობიერებული, მე არ ვარ არა მხოლოდ სპეციალისტი, არამედ გარკვეულწილად – როგორც ჟურნალისტი მაინც – ადამიანი, რომელიც ამ საკითხით არის დაკავებული.

თუ ყარაბაღში ომია, გაეროს ევალება ჩარევა ყველაზე სასწრაფოდ. თუ რომელიმე მესამე ქვეყანა ჩაერევა, საერთაშორისო საზოგადოების საქმეა უაღრესად მკაცრი პირობებით მკაცრი სანქციებით დამუქრებით მოითხოვოს ამ ქმედებების შეწყვეტა. დაბოლოს, მნიშვნელოვანია ორი კონფლიქტური ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებების მაგიდასთან მოწვევა და მათგან ამ რთული პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევა”.

ნახეთ მეტი
Back to top button