მთავარიპოლიტიკა

მრავალათასიანი მიტინგი ლოს-ანჯელესში აზერბაიჯანის აგრესიის წინააღმდეგ

,,News.am” წერს, რომ აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი გაიმართა. ლოს-ანჯელესში მცხოვრები ათასობით სომეხი შეიკრიბა აზერბაიჯანის საკონსულოს წინ, რომლებიც აპროტესტებდნენ აზერბაიჯანელთა ბოლოდროინდელ  თავდასხმებს არცახთან მთელი საზღვრის გასწვრივ. დემონსტრანტებმა ასევე დაგმეს თურქეთის თავხედური და კრიმინალური ჩარევა ყარაბაღის კონფლიქტში.

საპროტესტო აქცია იმდენად ხალხმრავალი იყო, რომ ლოს-ანჯელესის ბრენტვუდის რაიონში, ვილშერის ბულვარის მიმდებარე მონაკვეთი მთლიანად გადაიკეტა მთელი აქციის განმავლობაში.

აქცია ორგანიზებული იყო სომხეთის ჰოიდა ახალგაზრდული ფედერაციის მიერ.

ივლისის ანალოგიური საპროტესტო აქციისგან განსხვავებით, როდესაც აზერბაიჯანელთა ჯგუფმა ჩაშალა ღონისძიება ძალადობის წაქეზებით და დემონსტრანტების მიმართ მუქარით, დღეს საპროტესტო აქცია მშვიდობიანად ჩატარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button