მთავარიპოლიტიკა

მსხვერპლის რაოდენობა შოკისმომგვრელია: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ყარაბაღის ესკალაციის შესახებ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი  შოკში ჩააგდო მთიანი ყარაბაღში ვითარების ესკალაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. „რია ნოვოსტის“  ცნობით, მან მხარეებს მოუწოდა დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.

”ჩვენ განვიხილეთ მოვლენების შემაშფოთებელი განვითარება. ჩვენ ვაწარმოებთ სამუშაოებს ამ მიმართულებით. ასობით მსხვერპლი, მათ შორის სამოქალაქო პირები. ეს შოკისმომგვრელი ციფრებია”, – თქვა მან პრეს-კონფერენციაზე.

მინისტრმა შეახსენა, რომ გერმანია ბოლო დღეებში უამრავ მოლაპარაკებას აწარმოებს, მაასმა თვითონ თურქ კოლეგასთან შეხვედრისას ილაპარაკა კონფლიქტის შესახებ  გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციაზე.  

”ყველა საომარი მოქმედება, განსაკუთრებით სოფლების და ქალაქების დაბომბვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, მხარეები დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს ეუთოს ეგიდით. ჩვენ ამას ავღნიშნავთ  ყველა შემდგომ შეხებისას”, – დასძინა მაასმა.

ნახეთ მეტი
Back to top button