სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას საპატიო დოქტორის წოდება. არაიკ ჰარუთიანიანი

დღეს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ ჰარუთიანიანმა გადაწყვიტა თხოვნით მიმართოს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევის თხოვნით. მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
”სააკაშვილს უნდა ჩამოართვან სსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება სომხური იდენტურობის, თვითგამორკვევის, საკუთარ მიწაზე ცხოვრებისა და შექმნის, ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ მიმართული აზერბაიჯანის ნაბიჯებისთვის თავისი განცხადებებით ხელშეუწყობის გამო”,- წერს მინისტრი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ Facebook- ზე დაწერა: ”ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაფიოა, იგი ემყარება სახელმწიფოს მთლიანობის პრინციპს, ანუ მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია, და ამას ვერაფერი შეცვლის”.
სააკაშვილს 2009 წელს მიენიჭა სსუ საპატიო დოქტორის წოდება.