მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა უარი თქვან თურქეთის მაამებლურ პოლიტიკაზე

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება განიხილეს ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც გაიმართა ვენაში გუშინ საღამოს, 29 სექტემბერს, ალბანური ტავმჯდომარეობის  ინიციატივით.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადმა წარმომადგენელმა ანჯეი კასპრჩიკმა მონაწილე სახელმწიფოების ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

სიტყვით გამოსვლისას სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში, ელჩმა არმენ პაპიკიანმა დეტალურად წარმოადგინა აზერბაიჯანის მიერ 27 სექტემბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეტევები არცახის  რესპუბლიკასთან კონტაქტის ხაზის მიმართულებით. აზერბაიჯანმა მიზანში ამოიღო დასახლებული პუნქტები და ინფრასტრუქტურა, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.

სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა თურქეთის მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ სომხურმა მხარემ არაერთხელ გამოხატა შეშფოთება სამხრეთ კავკასიაში თურქეთის დესტრუქციული პოლიტიკის, მისი საომარი მიდგომების შესახებ.

სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა პაპიკიანმა ხაზი გაუსვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ძალის გამოყენებით გადაჭრის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა 1990-იან წლებში, 2016 წლის აპრილში და 2020 წლის  ივლისშიც. სომხეთი ეთანხმება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და მრავალი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივას არ გააჩნია.

ამიტომ, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ასევე ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მოუწოდონ ქვეყნებს, რომლებმაც კონფლიქტი წამოიწყეს, დაუყოვნებლივ აღადგინონ ზავის პირობები, შეწყვიტონ ცეცხლი, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, დაუბრუნდნენ საკითხის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოგვარებას. რეგიონის მოსახლეობას ძვირად უჯდება აზერბაიჯანის ავტორიტარული ლიდერის ეს  სამხედრო თავგადასავალი”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button