მთავარიპოლიტიკა

სომხურმა მხარემ 4 დღეში გაანადგურა მტრის თითქმის იმდენი ჯავშანტექნიკა, რამდენიც არცახის პირველ ომში

აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების 4 დღის განმავლობაში სომხურმა მხარემ გაანადგურა მტრის თითქმის იმდენი ჯავშანტექნიკა, რამდენიც არცახის ომის მთელი პერიოდის განმავლობაში. “არმენპრეს”-ის გადმოცემით ამის შესახებ 30 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა.
”4 დღეში მტრის თითქმის იმდენივე ტექნიკა დაზიანდა, რამდენიც არცახის ომის დროს”, – აღნიშნა ჰარუთიუნიანმა.
არცახის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პირველი დარტყმა მოულოდნელი იყო, მაგრამ შედარება გააკეთა რა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ნაცისტური გერმანიის დარტყმასთან, მან აღნიშნა, რომ გერმანიის ჯარებმა რამდენიმე დღეში საზღვრიდან თითქმის მოსკოვს მიაღწიეს, დღეს კი ბრძოლები საზღვარზე მიმდინარეობს და არაფერი შეცვლილა.
აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად სულ 7 ადამიანი, კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა არცახში,აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი უპილოტო მფრინავი აპარატის მიერ დაიწვა სამოქალაქო ავტობუსი. სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ჰყავს 103 მსხვერპლი, დაახლოებით 120 დაჭრილი სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანებით. გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანულ მხარეს 920-ზე მეტი მსხვერპლი და 2100 დაჭრილი აქვს. მტერმა დაკარგა 83 ატსი, 7 ვერტმფრენი, 166 ჯავშანმანქანა, 1 თვითმფრინავი, 1 “სმერჩი”.

ნახეთ მეტი
Back to top button