უცხოელი დაქირავებული სამხედროები არცახში საფრთხეს უქმნიან რეგიონს. რუსეთი შეშფოთებულია
მოსკოვი შეშფოთებულია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაჯგუფებების თავდამსხმელების გადაყვანის შესახებ ამბებით, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის განცხადებაში.
აღინიშნა, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მისაღებად გადაჰყავთ არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, განსაკუთრებით სირიიდან და ლიბიიდან.
”ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ პროცესებით, რაც არა მხოლოდ გაზრდის სამხედრო დაძაბულობას კონფლიქტის ზონაში, არამედ გრძელვადიან საფრთხეს შეუქმნის რეგიონის ყველა ქვეყანას”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულ სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ პრაქტიკული ზომები კონფლიქტში უცხოელი დაქირავებულების და ტერორისტების გამოყენების აღსაკვეთად და უკანასკნელების რეგიონიდან დაუყოვნებლივ გასაძევებლად.