მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის შეტევები ძირითადად ხორციელდება თურქეთის მხრივ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში

2 ოქტომბერს აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ განაგრძო არცახის რესპუბლიკის მშვიდობიანი დასახლებების მიზანში ამოღება.  ასეთი განცხადება გამოაქვეყნა  განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია:

”ამჯერად მიზანში დედაქალაქი  სტეპანაკერტი და ქალაქი ჰადრუთი მოხვდნენ, რის შედეგადაც გვყავს დაჭრილები მშვიდობიანი მოსახლეობიდან.

უცხოელი  შეიარაღებული  ტერორისტებით დაკომპლექტებულმა  აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა,  ვერ შეძლეს ბრძოლის ველზე  წარმატების მიღწევა ექვსდღიანი ბრძოლის სედეგად და  დაიწყეს მასობრივი სისასტიკე არცახის  მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

თავდასხმები ძირითადად ხორციელდება თურქეთის მიერ სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გამოყენებით, რომელიც აზერბაიჯანს მიეწოდება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედრო ტექნიკა იმართება თურქი სამხედრო სპეციალისტების მხრივ.

ამავდროულად, აზერბაიჯანი ცდილობს გაამართლოს ეს და სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები, რომლებიც ჩადენილ იქნა არცახის  წინააღმდეგ ომის დროს და ის  ავრცელებს ჭორებს, რომ თითქოს სომხური მხარე ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას.

სომხეთის რესპუბლიკა  გმობს აზერბაიჯანულ-თურქული ალიანსის ამ დანაშაულს და კიდევ ერთხელ მტკიცედ ადასტურებს, რომ მთიანი ყარაბაღის ხალხთან ერთად ის ამჯერადაც გაანეიტრალებს ამ საფრთხეს“.  

ნახეთ მეტი
Back to top button