თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მხარი დაუჭირეს ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლად დასრულებას, იუწყება ,,რია ნოვოსტი“.
”ლავროვმა და ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაუშვებელია სხვა რეგიონებიდან უკანონო შეიარაღებული ჯგუფების მონაწილეობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა მჭიდროდ ითანამშრომლონ მთიან ყარაბაღში ვითარების დასტაბილებისთვის.
ბოლო ინფორმაციით, მტრის გასროლების შედეგად 103 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხურ მხარეს 200-მდე დაჭრილი ჰყავს. ოფიციალური ინფორმაცია აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის შესახებ არ არსებობს, მაგრამ სომხური მხარე აცხადებს, რომ მტერმა 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალა დაკარგა.
ამ დროისთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანმა დაკარგა 83 უპილოტო მფრინავი აპარატი, 9 ვერტმფრენი, 166 ჯავშანტექნიკა, 4 თვითმფრინავი, 1 “Smerch”.