მთავარიპოლიტიკა

თურქეთმა უკვე გადალახა წითელი ხაზი. ემანუელ მაკრონი

300-ზე მეტი სირიელი ისლამისტი გადაიყვანეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში თურქული გაზიანთეფის გავლით. საფრანგეთი ადასტურებს, რომ ეს დადასტურებული ფაქტია და რუსეთს აქვს ეს ინფორმაცია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

,,ტასსის“ ცნობით, მაკრონმა დასძინა, რომ საფრანგეთი მჭიდრო კავშირშია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო და მათთან თანამშრომლობს მშვიდობის დამყარების მიზნით.

”შემიძლია ვთქვა, რომ 300-ზე მეტი სირიელი ისლამისტი ბოევიკი, რომლებიც ადრე ალეპოს რეგიონიდან იყვნენ ევაკუირებულნი, გადაიყვანეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში თურქული გაზიანთეფის გავლით (აზერბაიჯანის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთი”, -იტყობინება TASS). ეს დადასტურებულია. სინამდვილეში, ამ ადამიანების ვინაობა გაირკვა, მათ ყველას კავშირი აქვთ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან”. მე ეს განვიხილე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსეთსაც აქვს ეს ინფორმაცია”, – აღნიშნა მაკრონმა.

”თურქეთის ეს საქციელი არ შეეფერება ნატოს წევრ ქვეყანს, ჩვენ ასეთი ქმედებები სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია. ამ შემთხვევაში უკვე გადაიკვეთა წითელი ხაზი”, – აღნიშნა მან.

”რუსეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი, ისევე, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ახლო მომავალში მიიღებენ არაერთ ინიციატივას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების მიზნით. ჩვენ მჭიდრო სამუშაო კონტაქტში ვართ”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button