
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მტერმა დარტყმა განახორციელა არცახის რესპუბლიკის დედაქალაქ სტეფანაკერტზე.
”სტეფანაკერტში აღინიშნება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მრავალრიცხოვანი დაზიანება, არიან დაჭრილები. დაშავდა სამაშველო სამსახური”, – დაწერა მან მოგვიანებით.
2 ოქტომბრის 12:00 საათის მონაცემებით, მტრის გასროლების შედეგად 158 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხურ მხარეს 200-მდე დაჭრილი ჰყავს. ოფიციალური ინფორმაცია აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის შესახებ არ არსებობს, მაგრამ სომხური მხარე აცხადებს, რომ მტერს 1750 მსხვერპლი, 2700 დაჭრილი ჰყავს.
ამ დროისთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანმა დაკარგა 107 უპილოტო მფრინავი აპარატი, 10 ვერტმფრენი, 205 ჯავშანტექნიკა, 5 თვითმფრინავი, 1 “Smerch” და 3 “TOS”.