მთავარიპოლიტიკა

რუსულმა მხარემ მნიშვნელოვნად მიიჩნია საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება

შედგა სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის.

მხარეებმა განაგრძეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განხილვა და გამოხატეს ღრმა შეშფოთება მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.

მათ ასევე გამოხატეს შეშფოთება ახლო აღმოსავლეთიდან უცხოელი მებრძოლებისა და არალეგალური სამხედრო დაჯგუფებების მონაწილეობის გამო.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კვლავ გაამახვილა ყურადღება თურქეთის ძალზე დესტაბილიზაციური ქცევისა და საომარ მოქმედებებში ჩარევის გარემოების შესახებ.

რუსულმა მხარემ მნიშვნელოვნად მიიჩნია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლად შეწყვეტა და სამშვიდობო პროცესის განახლება, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 1 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად.

მიღწეულ იქნა შეთანხმება კონტაქტების გაგრძელების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button