მთავარიპოლიტიკა

სომხებს თბილისში რესტორნები არ დაუზიანებიათ

გუშინ სომხურენოვან ერთ – ერთი უცნობი საიტის ვებ- გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „თბილისში ტეხავენ და ანგრევენ თურქულ რესტორნებს“, რომელიც სწრაფად გავრცელდა.

სინამდვილეში, როგორც aliq.ge წერს, არეულობები წლების წინ ჩაიდინეს ქართველმა ნაციონალისტებმა, მაშინ როცა  საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონი უცხოელებზე, ძირითადად თურქ ინვესტორებზე, მიწის ნაკვეთების გაყიდვის შესახებ. საუბარია ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ძირითადად თურქული რესტორნებია. ნაციონალებმა ჩატეხეს რესტორნების ფანჯრები და კარები, შიგნით დაყარეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, მოაწყვეს ძარცვა და ა.შ. ამ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ამბოხების ფაქტზე, მოხდა დაპატიმრებები.

დღეს ვებ-გვერდი წერს, რომ დღეისათვის საქართველოში თითქმის ყველა თურქული კაფე, მაღაზია და რესტორანი დაკეტილია. ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს. გუშინ, საქართველოს სომხური საზოგადოების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს სომხეთისა და არცაკის დასახმარებლად იმავე ტერიტორიაზე, საქართველოში სომხეთის საელჩოს წინ, რომელიც იმავე რაიონში მდებარეობს. აქციამ  ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

ნახეთ მეტი
Back to top button