საჰაერო თავდაცვის ლოკაციის მონაცემებით, 00:15 საათისთვის სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებულ იქნა ოთხი უპილოტო მფრინავი აპარატი, ერთი კოტაიკში, დანარჩენი სამი – გეღარქუნიკის რეგიონში. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა თავდაცვის სამინისტროს პრეს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა.
მისივე თქმით, ყველა ჩამოგდებული უპილოტოები სადაზვერვო იყო.
ამრიგად, დღეს სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში სულ მტრის 7 უპილოტო იქნა ჩამოგდებული.