მთავარიპოლიტიკა

სომხეთი უკან იწვევს თავის ელჩს ისრაელში

სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება ისრაელში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გაწვევის შესახებ. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაღდალიანმა.

” მაშინ როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანს მოუწოდებს შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, ისრაელი აგრძელებს აზერბაიჯანისათვის  იარაღის მიწოდებას”, – თქვა მან.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის თქმით, ისრაელის ეს პოლიტიკა სომხეთისთვის მიუღებელია, რის შედეგადაც სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება ისრაელში თავისი ელჩის უკან გაწვევის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button