სომხურ მხარეს 54 ახალი დანაკარგი აქვს. ინფორმაცია დღევანდელ ბრიფინგზე გაავრცელა არცახის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა არტურ სარგსიანმა.
„დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. სამწუხაროდ, გვყავს მრავალი დაჭრილი“, – თქვა მეთაურმა.
კითხვაზე, მტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მსხვერპლის ცხედრების გაცვლის შესახებ, სარქისიანმა უპასუხა, რომ ამისთვის დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მაინც უნდა მოხდეს, რომელიც ამჟამად არ ხერხდება.
„ამ დროისთვის არ შემიძლია ვთქვა მტრის ტერიტორიაზე არსებული მსხვერპლის რაოდენობის შესახებ, რადგან ომის აქტიური ეტაპი მიმდინარეობს, ცეცხლის არ წყდება, რომ ყველაფრის გაგება შევძლოთ“, – თქვა მან.
მისივე თქმით, სამხედრო ტექნიკის რაოდენობა და ადამიანური პოტენციალი, რომელიც მტერმა გამოიყენა ღამით, უპრეცედენტო იყო. ამასთან, ღამით დაძაბულობა დიდი არ ყოფილა, რადგან მტერი აგრძელებდა დაბომბვას მთელი ღამის განმავლობაში.
„ჩვეულებრსამებრ, მტერმა მიზანში ამოიღო სომხური დასახლებები, განსაკუთრებით ქალაქები: მარტუნი, მარტაკერტი, ჰადრუთი”, – თქვა სარგსიანმა.