მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან

სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ რობერტ ობრაიენთან. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.

ელჩმა ობრაიენმა გამოხატა ამერიკული მხარის ღრმა შეშფოთება სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გამო. მან დაადასტურა, რომ აშშ-ს დაინტერესებულია რეგიონში ცეცხლის შეწყვეტით, მომხრეა სტაბილურობისა და მშვიდობისა.

 ობრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის მოგვარება სამხედრო გზით დაუშვებელია, ის ემხრობა პრეზიდენტების ტრამპის, პუტინისა და მაკრონის   ერთობლივ განცხადებაში გამოთქმულ მოსაზრებას.

პრემიერ -მინისტრმა დეტალურად ისაუბრა არსებულ ვითარებაზე. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა საომარ მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობის ფაქტს და აზერბაიჯანის მიერ სირიიდან დაქირავებული და ტერორისტების განლაგებას აზერბაიჯანში. პრემიერ მინისტრმა ილაპარაკა  რეგიონიდან დაქირავებული და ტერორისტების განდევნის აუცილებლობაზე, რის გარეშეც  ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია.

ნახეთ მეტი
Back to top button