პოლიტიკა
ქვემო ქართლში გადაჭრეს ინტერნეტის კაბელები, რომლებიც სომხეთსაც უკავშირდება – შსს

,,ნეტგაზეთი.გე” -ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვემო ქართლში ორგან — მარნეულსა და დმანისში — ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაჭრეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რომლებითაც ინტერნეტი, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, სომხეთის რესპუბლიკასაც მიეწოდება.
სამინისტრო აცხადებს, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“.
„ორივე შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება“, – წერს უწყება.