ადამიანის უფლებათა დამცველი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაზე დამიზნებას

2 ოქტომბერს, დაახლოებით 13 საათსა და 40 წუთზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანმიმართულად დაუმიზნეს არცახის რესპუბლიკის დედაქალაქ სტეფანაკერტის სამოქალაქო ობიექტებს და ინფრასტრუქტურას.
კერძოდ, აზერბაიჯანის სამიზნე იყო არცახის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შენობა, რომელიც ახორციელებს სამაშველო და ჰუმანიტარულ საქმიანობას. წინასწარი მონაცემებით, შედეგად არის დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობა, და დიდი მატერიალური ზარალი.
მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმება.
ეს მიზანმიმართული მოქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანი აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის უხეში დარღვევით, მათ შორის სერიოზული სამხედრო დანაშაულების ჩადენით.
ამ ინციდენტამდე, აზერბაიჯანმა გამოიყენა საკასეტო რაკეტებით ,,სმერჩის“ რეაქტიული სისტემები სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებზე ქალაქ ჰადრუთში, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ეს არ არის კასეტური საბრძოლო მასალების სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ გამოყენების პირველი შემთხვევა, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაცაა.
არცახის ადამიანის უფლებათა დამცველი არტაკ ბეგლარიანი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ 27 სექტემბრიდან ყოველდღე ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს. ის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მკაფიოდ შეაფასონ აზერბაიჯანის მოქმედებები, დაიცვან არცახის რესპუბლიკის ხალხის უფლებები.
საერთაშორისო თანამეგობრობა პირდაპირ აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე და უნდა გამოირიცხოს არცახის პოლიტიკური სტატუსით განპირობებული დისკრიმინაცია და უგულებელყოფა არცახის მოსახლეობის მიმართ.