მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ძვირად დაუჯდება. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განვითარებული ბოლო მოვლენების შესახებ:

უგულებელყოფს რა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად აგრძელებს ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ძალის საშუალებით მოგვარების მიზნით.

ამ მიზნით, გამოყენებულია აზერბაიჯანის სრული სამხედრო პოტენციალი, რასაც ავსებს თურქეთის სამხედრო მხარდაჭერა, რაც გამოიხატება აზერბაიჯანში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზონებიდან ბრძოლის ველზე  უცხოელი შეიარაღებული ტერორისტების გადაყვანით.

არცახის მთელ ტერიტორიაზე, კოორდინირებულად და მასობრივად მიზანშია ამოღებული მშვიდობიანი დასახლებები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რასაც მოაქვს ცოცხალი ძალის დანაკარგები და ნგრევა.

ამ სამხედრო მოქმედებების მიზანი არის არცახის ხალხის მიმართ მასობრივი დანაშაულების ჩადენის საშუალებით უკანასკნელებისთვის ისტორიული სამშობლოს წართმევა.

სომხეთის რესპუბლიკა, როგორც არცახის მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი,გადადგამს   ყველა საჭირო ნაბიჯს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას ამ მასობრივი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

”აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ძვირად დაუჯდება  არცახის  სომხების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულების ჩადენა, რეგიონში ტერორისტების შემოყვანა და რეგიონალური უსაფრთხოების სართხეში ჩაგდება”, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ანა ნაღდალიანი Facebook- ის საკუთარ გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button