მთავარიპოლიტიკა

არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ

არცახის საერთაშორისო აღიარება ერთადერთი ეფექტური მექანიზმია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ამის შესახებ ნათქვამია არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”2020 წ. 27 სექტემბრის შემდეგ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, თურქეთის და ახლო აღმოსავლეთიდან ტერორისტული ორგანიზაციების დახმარებით, დაიწყეს აგრესიული ომი არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის ფართომასშტაბიან შეიარაღებულ თავდასხმას არცახის რესპუბლიკაზე თან ახლავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, აგრეთვე შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოყენებული კანონებისა და წესების სერიოზული დარღვევები. კერძოდ, აზერბაიჯანულ-თურქული შეიარაღებული დაჯგუფებები მიზანმიმართულად ბომბავენ ქალაქებს, სოფლებს, არცახის სამოქალაქო ობიექტებს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების და განადგურების მიზნით. მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში არის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი.

ჩვენ მივესალმებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების და, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დაძაბულობის შემცირების მიმართულებით .

ამავე დროს, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველა მოთხოვნა უგულებელყოფილია თურქეთის, აზერბაიჯანის და ტერორისტული ორგანიზაციების სამმხრივი ალიანსის მიერ.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიაროს არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას სიცოცხლის უფლება და არცახის მოქალაქეების მშვიდობიანი განვითარება.

არსებულ ვითარებაში, არცახის საერთაშორისო აღიარება ერთადერთი მოქმედი მექანიზმია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად”.

ნახეთ მეტი
Back to top button