მთავარიპოლიტიკა

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოება მწიფდება

,,ინფოთეკა 24“ წერს, რომ  როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, აზერბაიჯანმა თავისი საჰაერო ძალების სარდლობა გადასცა თურქეთს, რომ მოემზადებინა და საჰაერო დარტყმები მიეყენებინა არცახის რესპუბლიკის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ თურქული სამხედროების აქტიური ჩარევაც კი არანაირად არ მოქმედებს საომარი მოქმედებების საერთო სურათზე. გააჩნია რა უპირატესობა ჰაერში, პირველ რიგში თავდამსხმელ უპილოტო მფრინავ აპარატებში, აზერბაიჯანი კრახს განიცდის მიწაზე. განადგურებული ჯავშანტექნიკისა და უპილოტო მფრინავი აპარატების რაოდენობა ასამდეა. ცოცხალი ძალის დანაკარგები “ორი ათასის” ნიშნულს უახლოვდება, ზოგიერთ ქალაქში ვითარება კვლავ დაძაბულია – მღელვარეის პირასაა.

ამ პირობებში, თურქი ინსტრუქტორები აზერბაიჯანის სარდლობას ადანაშაულებენ ცუდად მომზადებაში, ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის არარსებობაში, საბრძოლო მომზადებისა და სულისკვეთების დაბალ დონეზე, აგრეთვე დაქირავებული მებრძოლების დაფინანსების ყველა ვალდებულების შეუსრულებლობაში, რის გამოც ზოგიერთ მათგანს სურდა დაბრუნებულიყო. ეს ფაქტიც გახდა  ორივე ქვეყნის სამხედროებს შორის უთანხმოებების მიზეზი, რაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ნაჯმედინ სადიკოვის დაპატიმრების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე სერიოზულ დაძაბულობას ქმნის საზოგადოებაში.

აშკარაა, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო ძალებისა და საჰაერო ძალების შტაბების ფსონი მძლავრ თურქულ სამხედრო მანქანაზე მარცხს განიცდის.

ნახეთ მეტი
Back to top button