მთავარიპოლიტიკა

რას ითხოვენ სომხები, ქართველები და აზერბაიჯანელები თბილისში? ვიდეო

ათობით აქტივისტი, მათ შორის სომხები, აზერბაიჯანელები და ქართველები,  შეიკრიბნენ საქართველოს მთავრობის შენობის წინ და მოუწოდებენ არცახში  მშვიდობის შენარჩუნებისაკენ.

აქტივისტები დადიოდნენ ქართული, სომხური და აზერბაიჯანული წარწერებით: “არა ომს”, “ომი დანაშაულია”, “არ მინდა ომი”, “კავკასია ჩემი სახლია”.

აქტივისტმა კრისტი არაქელოვამ Aliq Media- ს  კორესპოდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების, სომხებისა და აზერბაიჯანელებისათვის.

„ამიტომ ჩვენ აქ ვართ. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი ომისა. საქართველო მიიჩნევს, რომ კონფლიქტი შეიძლება გადავიდეს დიალოგის სფეროში. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ გვსურს მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ“,  – თქვა არაქელოვამ.

მისი თქმით, დაუშვებელია ბავშვებისა და ჯარისკაცების დაღუპვა, ამიტომ მათ იმედი აქვთ, რომ კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებული პოლიტიკოსები იფიქრებენ ამ დაპირისპირებაში არმოჩენილი თითოეულის ციცოცხლის  შესახებ.

მანამდე,  ეთნიკური აზერბაიჯანლებისა  და სომხების ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს “მშვიდობის მანიფესტს”, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, ნეიტრალური დარჩეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ.

დოკუმენტის თანახმად, კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ცალკეული ქვეყნების, მთელი რეგიონის განვითარების წინაპირობაა და მთავრობებმა არ უნდა დაარღვიონ იგი. მათ ასევე მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, დარჩეს მკაცრად ნეიტრალური, მიიღოს მაქსიმალურად ჰუმანიტარული და სხვა ზომები დაზარალებულ მოქალაქეებს ორივე ქვეყანაში. საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზეს აქტიური ნაბიჯების გადადგმა მხარეებს შორის მოლაპარაკებების მხარდასაჭერად.

ნახეთ მეტი
Back to top button