მთავარიპოლიტიკა

საქართველომ აკრძალა სამხედრო ტვირთის გადაზიდვა სომხეთსა და აზერბაიჯანში

,,News.am“ წერს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აიკრძალოს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთის გადაზიდვის ნებართვების გაცემა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მოქმედებების განახლების გამო. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე.

”სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ დროებით შეაჩერა სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირების ნებართვების გაცემა ორი ქვეყნისთვის სახმელეთო და საჰაერო გზით. მხარეებს ამის შესახებ უკვე აცნობეს”, – თქვა გომელაურმა.

რაც შეეხება სამოქალაქო საქონლის ტრანსპორტირებას, საქართველო სრულად ასრულებს ამ მხრივ მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button