მთავარიპოლიტიკა

სერიოზული მოლაპარაკებები მშვიდობიან მოგვარებაზე შესაძლებელი იქნება, როდესაც ტერორისტები და თურქეთი დატოვებენ რეგიონს: სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ მინისტრის პრეს-მდივანმა მანე გევორგიანმა  გამოაქვეყნა ნაწყვეტი ნიკოლ ფაშინიანის France 24-სათვის მიცემული ინტერვიუდან.

პრემიერ მინისტრი:  სერიოზული მოლაპარაკებები მშვიდობიან მოგვარებაზე იქნება შესაძლებელი, როდესაც ტერორისტები და თურქეთი რეგიონს დატოვებენ თავიანთ მიზნებთან ერთად. არ შეიძლება რომ ცივილიზაცია დამარცხდეს. ადამიანები, რომლებსაც სურთ ცხოვრება, აქვთ ცხოვრების უფლება  და იბრძვიან ამისათვის არ შეიძლება რომ გამარჯვებულნი არ გამოვიდნენ. ეჭვგარეშეა, რომ სომეხ ხალხს, რომელიც პლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ათასწლეულია ცხოვრობენ ამის უფლება და სურვილი  აქვთ.  

ჟურნალისტი: რას უსურვებდით აზერბაიჯანის ხალხს, რომლებსაც აგრეთვე აქვთ  ცხოვრების სურვილი.

პრემიერ მინისტრი:  მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვუთხრა აზერბაიჯანის ხალხს. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რამდენად კარგად იცით სიმართლე საკუთარი ხალხის, საკუთარი მთავრობის, მათი სიმდიდრის, მათი ფინანსური ურთიერთობებისა და მიზნების შესახებ. მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის ხალხი დიქტატორული ხელისუფლების ხელში მძევლები არიან. ალიევის დიქტატორული მმართველობისთვის სომხებთან მტრული ურთიერთობა ყოველთვის მოსახერხებელი იყო, რითაც ის ახერხებდა  დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების გვერდის ავლას.

ნახეთ მეტი
Back to top button