
ფრონტის ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცების სიმამაცისა და გმირობის მაგალითები წარმოადგინა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეფანიანმა,
28 სექტემბერს თავდაცვის ზონის “ჰოვაზ -1” საბრძოლო პოზიციის პერსონალი, პოზიციის უფროსის, უმცროს სერჟანტ ჰაიკ სმოიანის მეთაურობით, ბრძოლაში შევიდა მტრის შემტევი ჯგუფების წინააღმდეგ და მან წინააღმდეგობა გაუწია მტერს, დანაკარგების მიყენებით.
შექმნილი ვითარების შეფასებით, უმცროსმა სერჟანტმა ჰაიკ სმოიანმა გადაწყვეტილება მიიღო საბრძოლო პერსონალის მიერ პოზიციაზე არსებულ სამალავებში დამალვის შესახებ.
პირადად დათვალიერა რა ტერიტორია და ამავდროულად შეაფასა რა სიტუაცია, მან მტრის ჯარისკაცებს პოზიციის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება მისცა.
შემდეგ, მალული მოქმედებების წყალობით, მან ალყაში მოაქცია მტერი და მისი მცოდნე და ოსტატური მოქმედებების შედეგად შეტევა განახორციელა, რომლის დროსაც მოწინააღმდეგემ, პოზიციის ტერიტორიაზე დატოვა რა 9 ჯარისკაცის გვამი, უკუგდებული იქნა.