აზერბაიჯანელები მატაღისიდან (მადაგისი) პანიკურად გარბიან. ვიდეო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით “გაქცევა მატაღისიდან”, სადაც ჩანს თუ როგორ გარბის მტერი მატაღისიდან (მადაგისი), შეიარაღებული ძალები კი აზერბაიჯანის სამხედრო ტექნიკას ზუსტ და გათვლილ დარტყმებს აყენებენ.
დარტყმების შედეგად ისმის აფეთქებები, რაც მტერში პანიკას იწვევს. კადრებში ჩანს როგორც აზერბაიჯანის ჯავშანტეექნიკის განადგურება, ასევე დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის.
ამას წინათ, არცახის თავდაცვის არმიამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარის განცხადებები იმის შესახებ, რომ მატაღისი (მადაგისი) მათ კონტროლს ექვემდებარებოდა, რეალობას არ შეესაბამება.
აზერბაიჯანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადაგისის გარდა, მათ ჯაბრაილიც გაათავისუფლეს. სტეფანიანმა ეს ამბავიც უარყო და აღნიშნა, რომ ეს აზერბაიჯანის მორიგი ტყუილია.