მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანისთვის საშინელი შედეგები მოჰყვება: დავით ტონოიანი

აზერბაიჯანს, რასაც  აზერბაიჯანისთვის ძალიან საშინელი შედეგი მოჰყვება.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა “ზინუჟ მედიას” შეკითხვების პასუხად განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიიდან სარაკეტო შეტევა განხორციელდა აზერბაიჯანის დასახლებებში, იყო ყალბი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განჯის აეროპორტი სომხეთმა დაბომბა, რის გამოც საბრძოლო მოქმედებების არეალი გაფართოვდება.

”მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, თავისი ღრმა სამხედრო ცოდნით, ერთმანეთში აურია,  საომარი მოქმედებების გაფართოების ზონა, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთს. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანმა მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბა ვარდენისის დასახლებები. თუ ეს არ არის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის  გაფართოება, სპეციალისტებმა დასკვნა გააკეთონ”, – ამბობს ტონოიანი.

მისივე თქმით, სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანში არ განხორციელებულა შორ მანძილზე რაკეტის სროლა ან დაბომბვა … ჯერჯერობით.  თუ სტეპანაკერტი, მარტუნი, ჰადრუთი და სხვა დასახლებებმი  აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებისათვის  საომარი მოქმედებების ჩატარების ადგილია,  მაშინ ამას აზერბაიჯანისთვის საშინელი შედეგები მოჰყვება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის არმიამ შეუტევა განახორციელა  განჯის სამხედრო აეროპორტს. ამას მოჰყვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის ჰიქმეტ ჰაჯის განცხადება, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს.  სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ჭორები.

ნახეთ მეტი
Back to top button