პოლიტიკა

აზერბაიჯანმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. სამხედრო ექსპერტი მტრის მიერ გამოყენებული იარაღის შესახებ

აზერბაიჯანმა არცახზე შეტევის პირველივე დღიდან დაიწყო ექსკლუზიურად შემტევი სამხედრო ტექნიკის გამოყენება. ,,სპუტნიკი სომხეთ“-თან საუბრისას მტრის მიერ გამოყენებული იარაღის გაანალიზებით, ასეთი აზრი გამოთქვა სამხედრო ექსპერტმა ვაჰაგნ საროიანმა.

მათ დაიწყეს “სმერჩის”, “კასირგას”, “პოლონეზის” გამოყენება, რომლითაც აზერბაიჯანის არმია გამიზნიულად ესროდა სომხეთის მშვიდობიან მოსახლეობას, რის გამოყენებაც საერთაშორისო კონვენციების თანახმად, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თვალსაზრისით, აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ”თუმცა, აზერბაიჯანმა დაარღვია ყველა საერთაშორისო კონვენცია, გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, გამოიყენა კასეტური, ფუგასური და მსხვრევად-ფუგასური იარაღები”, – აღნიშნა საროიანმა.

მისივე თქმით, ასეთი იარაღი სირიაშიც იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია მრავალრიცხოვანი ადამიანის დანაკარგი, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფები, ასევე მომავალი თაობებისთვის საშიში შედეგები.

არცახის წინააღმდეგ აზერბაიჯანმა გამოიყენა ისრაელის წარმოების “ლორა”-ს სახეობის ბალისტიკური რაკეტა, რომლის გამოყენება აკრძალულია მშვიდობიანი მოსახლეობისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ.

”ეს რაკეტები ”ლორა” შექმნილია მტრის სიღრმეში მდებარე სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, საკომუნიკაციო საშუალებების და ა.შ დასაზიანებლად. ამასთან, აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ”ჩვენ ვნახეთ კადრები სტეფანაკერტში, ვნახეთ კადრები ჰორადიზში, მარტუნში, მარტაკერტში”, ​​- აღნიშნა საროიანმა.

სამხედრო ექსპერტის აზრით, ომის დასრულების შემდეგ, ეს საკითხი უნდა გადავიდეს საერთაშორისო სამართლის ველში და გამოძიებულ უნდა იქნას  სამხედრო დანაშაულის ჩადენის ასპექტით.

ნახეთ მეტი
Back to top button