
არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფლობენ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის მიერ შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომლებსაც დაევალათ ჟურნალისტების გადაადგილებებისათვის თვალის დევნება და მათთვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება.
„ჟურნალისტური ჯგუფების ადგილმდებარეობის შესახებ მტერი ინფორმაციას ღებულობს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალებით . სხვათა შორის, ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს აქვთ გარე ტანსაცმელი შესაბამისი “PRESS”| ლოგოებით და მათ სატრანსპორტო მანქანებზე აწერია იგივე ნიშანი”, – თქვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უფრო მეტიც, ჟურნალისტები მიზანში იქნენ ამოღებული, როდესაც ისინი თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ატარებდნენ სამოქალაქო დასახლებებში და არა საომარი მოქმედებების კერებში.
ვითარების გათვალისწინებით, ჟურნალისტების, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად გადაწყდა, მათი დროებით გადაყვანა ახალ საინფორმაციო ცენტრში. ის საიმედო ადგილას მდებარეობს.