მთავარიპოლიტიკა

ბომბავენ შუშის: არიან დაღუპულები და გარდაცვლილები

აზერბაიჯანმა დაიწყო შუშის დაბომბვა, რის შედეგადაც გარდაცვლილები  და დაჭრილები გვყავს.  განუცხადა „Sputnik სომხეთს“  არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა.

”გარდა ამისა, სტეპანაკერტის მიმართულებით  სარაკეტო ცეცხლი კვლავ გრძელდება. სამწუხაროდ, არცახის  დედაქალაქში ასევე არიან გარდაცვლილები  და დაჭრილები”, – თქვა პოღოსიანმა.

სტეპანაკერტსა და შუშიში დაღუპულია  მშვიდობიანი მოსახლეობა. რაც რაოდენობას  შეეხება, პოღოსიანმა თქვა, რომ ინფორმაცია ზუსტდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქ შუში იბომბება არცახ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. რაც შეეხება დედაქალაქ სტეპანაკერტს, ის აზერბაიჯანული მხარის სამიზნეა 28 სექტემბრიდან.

სტეპანაკერტის დაბომბვა ამ დილიდან მიმდინარეობს.

ნახეთ მეტი
Back to top button