
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიუნიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი სტეპანაკერტს ურტყამს “პოლონეზის” და “სმერჩის” სისტემებით.
”უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, აზერბაიჯანის ტერორისტული არმია აგრძელებს სტეპანაკერტის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას ”პოლონეზის ”და” სმერჩის” სისტემების გამოყენებით. ამიერიდან, აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში მუდმივად განლაგებული სამხედრო ობიექტები გახდა თავდაცვის არმიის სამიზნე. აზერბაიჯანის მოსახლეობას მივუწოდებ სასწრაფოდ დატოვონ ეს ქალაქები შესაძლო დანაკარგების თავის ასარიდებლად”, – წერს პრეზიდენტი ჰარუთიუნიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.