მთავარიპოლიტიკა

სომხურმა მხარემ განჯის სამხედრო აეროპორტი გაანადგურა

არცახის თავდაცვის არმიამ შეუტია განჯის სამხედრო აეროპორტს.

”განჯის სამხედრო აეროპორტი გაქრა. პირველი”, – წერს არცახის პრეზიდენტის პრეს სპიკერი ვაჰრამ პოღოსიანი, თავის Facebook- გვერდზე.

ცოტა ხნის წინ არცახის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანის მოსახლეობას მოუწოდა სწრაფად დატოვონ ამ რეგიონის დიდი ქალაქები.

შეგახსენებთ, რომ იქიდან გამომავალი სამხედრო თვითმფრინავები აგრესიას ახორციელებდნენ არა მხოლოდ არცახის, არამედ სომხეთის მიმართულებითაც.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით გასროლები არ ყოფილა.

ნახეთ მეტი
Back to top button